ENG GEO

Search form

ერთი სარტყელი, ერთი გზა - ვანგ სიაოვენის საჯარო ლექცია

სამშაბათი, იანვარი 24, 2017

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით, სამშაბათს, 24 იანვარს 17:00 საათზე, ლანჭოუს უნივერსიტეტის - პროფესორი ვანგ სიაოვენი, წაიკითხავს ლექციას: "ერთი სარტყელი, ერთი გზა", ანუ, ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი.

ვანგ სიაოვენის კველვის სფეროა: რეგიონული ეკონომიკა, ფინანსები, საერთაშორისო ეკონომიკა, სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ლექციაზე განხილული იქნება:

 

  • აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის დაფარვის გეოგრაფიული ზონა;
  • აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აშენების სტრატეგიული მნიშვნელობა;
  • აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული სავაჭრო თანამშრომლობა საქართველოს მაგალითზე;
  • აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული ინდუსტრიული თანამშრომლობა;
  • რჩევები, თუ როგორ გავამყაროთ ვაჭრობა და ინდუსტრიული თანამშრომლობა “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” საფუძველზე.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

 

 

Send notification via e-mail: