ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის ოთხი სტუდენტი ტურინში გაემგზავრება

18 იანვარს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა კახა ბენდუქიძის სახელობის მეოთხე სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში.

ორგანიზატორების აზრით ყველა მოხსენება იყო მაღალ დონეზე შესრულებული, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭა, როგორც პრეზენტაციის ხარისხს, ისე ჩატარებული კვლევის შინაარსს.

კომისიის წევრები იყვნენ:

ფიზიკის სკოლის პროფესორი და სკოლის დეკანი - ვაჟა ბერეჟიანი

ფიზიკის სკოლის პროფესორი - გოგი ჯორჯაძე

ფიზიკის სკოლის კოორდინატორი, პროფესორი ზაზა ოსმანოვი.

ყველა მოხსენების განხილვის შედეგად კომისიის გადაწყვეტილებით სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობისთვის ცოდნის ფონდის მხრიდან დაფინანსდება 4 სრუდენტი:

ბექა თევდორაშვილი, ლიკა მელაძე, გიორგი წერეთელი და მიშო სოხაშვილი.

წელს კონფერენცია ჩატარდება იტალიის ქალაქ ტურინში.