ENG GEO

Search form

სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების ყოველწლიური სტუდენტური შეჯიბრის ტრეინინგი

28-29 იანვარს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სტუდენტური შეჯიბრის - სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევები შემადგენელი ნაწილია.

ტრეინინგი სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს ემსახურებოდა. ტრენერებმა, ქეთევან ჩომახაშვილმა და გირშელ ძებნიაურმა შეჯიბრში მონაწილეობის მსურველ სტუდენტურ გუნდებს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის აუცილებელი უნარ-ჩვევების ძირითადი საკითხები გააცნეს. ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავდა, როგორც მოკლე სალექციო, ასევე სადემონსტრაციო (პრაქტიკულ) ნაწილს.

2017 წლის 18-19 მარტს დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები.

შეჯიბრი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.