ENG GEO

Search form

ნიკოლოზ ალექსიძე და ნუცა ბათიაშვილი ოქსფორდში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ

ოქსფორდის წმინდა ანტონის კოლეჯში საქართველოსადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მართვისა და საზოგადოებრივი ემცნიერებების სკოლის დეკანმა, ნიკოლოზ ალექსიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღანელმა, ნუცა ბათიაშვილმა მიიღეს.

კონფერენცია წმინდა ანტონის კოლეჯის ხელმძღვანელის, პროფესორ მარგარეტ მაკმილანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

კონფერენცია სამი ნაწილისგან შედგებოდა:

პირველი ნაწილი ოქსფორდში საქართველოს შესწავლას ეხებოდა, მეორე - საქართველოს ისტორიის კვლევას წარმოადგენდა, ხოლო მესამე ნაწილი მრგვალ მაგიდას, სახელწოდებით „საქართველო თანამედროვე ფოკუსში" დაეთმო.