ENG GEO

Search form

ახლოს, მაგრამ არა შორს

ოთხშაბათი, თებერვალი 22, 2017

გამოფენის გახსნა: ოთხშაბათს, 22 თებერვალს, 18-21 საათამდე

მარტა კრიშინსკა - ანასტასია ახვლედიანი
აგნეშკა კუხარსკა – სალომე ჯოხაძე, სალომე ჩიგილაშვილი
ჰორაცი მუშინსკი – თეკლა პაიჭაძე, შოთიკო აფციაური, სოფო ჯაყელი
მაჩეი ნოვაცკი – თეკლა პაიჭაძე, გიორგი ვარდიაშვილი
ალისია პლიშკა – გიორგი გელაძე
ალექსანდრა ჟელინსკა

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (ვადსი) წარმოგიდგენთ შჩეცინის ხელოვნების აკადემიის მესამე იმიჯისა და პოსტ მედიის პრაქტიკული სტუდიის, პროფესორ ვოიცეხ ლაზარჩიკის და იაკუბ ჩიშჩონის, სტუდენტების ჯგუფისა და ვადსის სტუდენტების ერთობლივ გამოფენას. ეს გამოფენა პოლონელი სტუდენტების 12 დღიანი ვიზიტის შედეგია. ამ ხნის განმავლობაში სტუმრები გაეცნენ თბილისის და მისი მიდამოების სახელოვნებო წრეებს. 

გამოფენა ერთ დღეს გასტანს. შჩეცინის აკადემიის სტუდენტების შემოქმედებითი პროცესი მოგზაურობის ისეთ სპეციფიურ ასპექტებზეა დამოკიდებული როგორიცაა გადანაცვლება, ლოკალური კონტექსტის კვლევა, დაკვირვება და რა თქმა უნდა ენა. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს თითოეულ მონაწილეს, რომ ხელახლა განსაზღვროს მისთვის ნაცნობი კონცეფციები და ვიზუალური სახეები. ვადსის სტუდენტებისთვის ეს გამოფენა კარგი შესაძლებლობაა გადააფასონ თავიანთი გარემო და ნამუშევრები პოლონელი კოლეგების პერსპექტივის გათვალისწინებით. 
2017 წლის შემოდგომაზე ვადსელები შჩეცინის აკადემიაში გამართავენ საპასუხო გამოფენას, სადაც მათ ნამუშევრების შესრულებაში პოლონელი კოლეგებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Send notification via e-mail: