ENG GEO

Search form

ინტერიერის დიზაინის კონკურსი აბიტურიენტებისთვის

შაბათი, მარტი 25, 2017

 აბიტურიენტებო, 25 მარტს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) ატარებს ინტერიერის დიზაინის კონკურსს აბიტურიენტებისთვის.

 აბიტურიენტებს კონკურსის  დაწყებამდე ინტერიერის დიზაინის ლექტორი, ვიკა ბერიშვილი, გააცნობს მონაწილეებს საჯარო სივრცის ინტერიერის ჩანახატის გაკეთების ძირითად პრინციპებს. 

 საკონკურსო თემა იქნება კონკრეტული პროფილის საჯარო სივრცის ინტერიერის ჩანახატის ფანქარში შესრულება.

 კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • რამდენად უპასუხებს  ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას
  • ნამუშვრის ინტერპრეტაციის ინოვატორულობა

სასურველია, რომ კონკურსანტებმა გააკეთონ რამდენიმე ჩანახატი, სანამ საბოლოო ჩამოაყალიბებენ საკუთარ კონცეფციას, რათა შეძლონ იდეის განვითარების პროცესის დემონსტრირება.

კონკურსის ხანგრძლივობა 2 საათი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა აბიტურიენტს  ვინც გეგმავს VADS-ში სწავლას.

კონკურსანტებს შეაფასებენ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები.

კონკურსში გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში სწავლას დაიფინანსებენ 8 სემესტრის განმავლობაში.

v  პირველი ადგილი - 1600 ლარი

v  მეორე ადგილი - 1200

v  მესამე ადგილი  - 800

კონკურსი ჩატარდება შაბათს, 25 მარტს, 12:00 საათზე თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დიდ სახელოსნოში.

კონკურსისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.

დარეგისტრირდით აქ 23 მარტამდე 

Send notification via e-mail: