ENG GEO

Search form

სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი გამარჯვება

სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი გამარჯვება!
 
25 და 26 თებერვალს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა თამარ გოგიბერიძის, ნიკოლოზ ნებულიშვილის, თეიმურაზ სვანიძისა და ელენე სამადბეგიშვილის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესის, თბილისის მე-6 მოსამზადებელ შეჯიბრში. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველ ადგილზე გავიდა!
 
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 12 გუნდი, მათ შორის, გერმანიის, ლატვიის,თურქეთის, ნიდერლანდების და საქართველოს უნივერსიტეტები. შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა მარმარას უნივერსიტეტის (თურქეთი),ლატვიის უნივერსიტეტის (ლატვია), ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია), ბონის უნივერსიტეტის (გერმანია), პასაუს უნივერსიტეტის (გერმანია), რუსეთის ეკონომიკის სკოლის (რუსეთი) გუნდებს.
 
გამარჯვებული გუნდი ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ ავსტრიაში გაემგზავრება!
 
მოსამზადებელი შეჯიბრის ორგანიზატორია არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (AIG).
მხარდამჭერები - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) და GIZ.