ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტის მორიგი წარმატება!

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ბახტაძემ განახორციელა სამეცნიერო კვლევა მაღალი ენერგიების ასტროფიზიკის დარგში.

კვლევაში შესწავლილია დამაგნიტებულ მბრუნავ მაგნიტოსფეროში დამუხტული ნაწილაკების აჩქარების ამოცანა იზოტროპულ ფოტონურ ველში ყოფნის პირობებში და შემოთავაზებულია აჩქარების ახალი რეჟიმი.

აღნიშნული კვლევა გაგზავნილია საერთაშორისო მაღალ იმპაქტ ფაქორიან ჟურნალში (International Journal of Modern Physics D). ასევე, შრომა გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო სტატიების არქივში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი პირველი კურსიდან ჩაერთო კვლევით საქმიანობაში და თავისი წინასწარი კვლევის შედეგები "ცოდნის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც მალტაზე ჩატარდა.

თავისუფალი უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის სამეცნიერო მოღვაწეობაში გადადგმულ პირველ და სერიოზულ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.