ENG GEO

Search form

ფიზიზიკის სკოლის სტუდენტის, მარიამ აბულაძის წარმატება

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ აბულაძე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ერთერთი საინტერესო ატმოსფერული მოვლენის - ტორნადოს ფიზიკაზე.

კერძოდ, მარიამმა სხვადასხვა ტიპის არამდგრადობების წარმოქმნის ეფექტურობა და რამდენიმე რეალური (მაგალითად “მტვერის ეშმაკის” სახელით ცნობილი ტორნადო) ანალიზურად შეისწავლა და რიცხობრივად გამოთვალა ჰიდროდინამიკური არამდგრადობების განვითარება.
ეს ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში (Physics Letters A).

ამავე დროს შრომა გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო სტატიების არქივში.

მარიამმა წინასწარი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.

კონფერენცია ჩატარდა მალტაზე. ამავე წელს SOLSPANET პროექტის ფარგლებში გაემგზავრა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში სადაც მსგავსი ტიპის ამოცანებზე მუშაობდა.

თავისუფალი უნივერსიტეტი მარიამ აბულაძეს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.