ENG GEO

Search form

კონკურსი - ლავუაზიეს წრე 2017

დასრულდა კონკურსი ლავუაზიეს წრე, რომელიც განკუთვნილია ქიმიითა და ბიოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.

კონკურსი გაიმართა სამ ეტაპად , რომლის შედეგადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.

1-ელ ადგილზე გავიდა გუნდი, შემდეგი შემადგენლობით: სალომე ღვინეფაძე, რევაზ ლობჟანიძე, დავით ქავთარაძე და მოიპოვეს 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;

მე-2 ადგილზე გასულ გუნდს, თომა რთველიაშვილს, ირაკლი შალიბაშვილს, მართა გულაშვილს, გადაეცა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;

მე-3 ადგილოსან გუნდს, სერგი ბეთხოშვილს, ანა ნარინდოშვილს და სანდრო ჩხეიძეს - 4 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

ასევე,დაჯილდოვდა სამეულს მიღმა დარჩენილი ორი გუნდი: გუნდი რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ბერცელიუსის პრიზი ქიმიაში - 4 500 ლარი გადაეცა ანასტასია გურასპაშვილს, მარიამ არუსტაშვილს, ეთო ქურდაძე.

პასტერის პრიზი ბიოლოგიაში - 4 500 ლარი გადაეცა ნინო თაბაგარს, მარი ბეროშვილს, ანა მჭედლიშვილს.