ENG GEO

Search form

ჩინური მიმართულების ცხრა სტუდენტი ჩინეთში გაემგზავრება

ჩინეთის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთის ხელისუფლებამ თავისუფალი უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს გამოუყო ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია (სრული დაფინანასებით). ასევე, ერთი სტუდენტი თიენძინის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის სტაჟირებას.

ამის გარდა, დამატებით 4 სტუდენტი გაემგზავრება განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად.

ჩინეთში სწავლას სულ გააგრძელებს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების 9 სტუდენტი: ნუნუ აბუაშვილი, მერი ბერიძე, ნათია ხარხელი, გუგა კალანდაძე, მანანა გიგანი, შოთა გაფრინდაშვილი, ანანო კენჭოშვილი, დავით კოხია, ლილი მოწონელიძე.