ENG GEO

Search form

Live Coding - FUT01

შაბათი, მაისი 20, 2017
თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მომავალში - აუცილებელი გახდება. არსებობს სტერეოტიპი, რომ პროგრამირების სწავლა ძალიან რთულია. სინამდვილეში კი ყველას შეუძლია კოდის დაწერა.
 
ამაში თვითონ დარწმუნებით, რადგან 20 მაისს 16:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის კოდის წერის გამავრცელებელთა საზოგადოება ატარებს კოდის წერის სესიას - Live Coding - FUT01.
 
ერთი საათის განმავლობაში თქვენ გაიგებთ რა არის სინამდვილეში პროგრამირება, როგორ იწერება კოდი და დაწვრილებითი ინსტრუქციის საშუალებით თვითონ დაწერთ მას.
 
“კოდის წერის სესია” გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200). დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. ამას გარდა, სესია გადაიცემა თავისუფალი უნივერსიტეტის Facebook გვერის ლაივით, რაც საშუალებას მოგცემთ, დისტანციურად შემოგვიერთდეთ, ჩვენთან ერთად დაწეროთ კოდი და გვამცნოთ “ფეისბუქზე” რამდენი ხაზის დაწერა შეძელით ჰეშთეგით #freeunilivecoding
 
სესიას ჩაატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის კომათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ასოცირებული დეკანი შოთა ღვინეფაძე.
 
Send notification via e-mail: