ENG GEO

Search form

Free Market Road Show 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში Free Market Road Show 2017 გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გამოჩენილი ბიზნესმენები, წარმატებული სტუდენტები, პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები და სხვა დაინტერესებული პირები ევროპიდან, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოს განვითარებასა და გამოწვევებზე. დისკუსია შეეხებოდა მსოფლიოში მიმდინარე წამყვან მოვლენებსაც, როგორებიცაა, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების თაობაზე და შეერთებული შტატების მიერ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად. პირველი პანელური დისკუსია სრულად მიეძღვნა კახა ბენდუქიძის რეფორმების მემკვიდრეობასა და საქართველოს მიღწევებს. მოდერატორი იყო ანასტასია ბენდუქიძე - ცოდნის ფონდის დირექტორი და პარტნიორი; სპიკერები იყვნენ: ლადო გურგენიძე - ლიბერთი ბანკის მმართველი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი; ვახტანგ ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი; კალმენ მიზეი - ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი; გაბრიელა ვონ ჰებსბურგი - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და პაატა შეშელიძე - ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს დირექტორი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - არად ბენკო.