ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ლექციები პეკინის უნივერსიტეტებში

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნეობის პროფესორმა მარინე ჯიბლაძემ ჩინეთის ორი წამყვანი უნივერსიტეტის - პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის (Beijing Language and Culture University) და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის (Beijing Foreign Studies  University) მიწვევით წაიკითხა ლექციები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის როგორც ჩინელი, ასევე სხვა უცხოელი სტუდენტებისთვის. ლექციას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები.
 
პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში (BLCU), სადაც გასულ წელს მარინე ჯიბლაძეს მიწვეული პროფესორის წოდება მიანიჭეს, წაიკითხა ლექცია საქართველოში ჩინური ენის სწავლებასა და თანამედროვე ჩინური ენის სპეციფიკასთან დაკავშირებით. პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ჩინური ენის სწავლების მეთოდი პროფესიონალურ დონეზე და ამ უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სარგებლობს დიდი პოპულარობით. ჩვენთვის საამაყოა, რომ ასეთი დონის უნივერსიტეტი დაინტერესდა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩინური ენის პროგრამითა და სწავლების სპეციფიკით, ამასთან ერთად გამოცდილების მათთვის გაზიარება იყო ჩვენი პროფესორის მიწვევის ერთ-ერთი მიზანი.
 
პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში (BFSU) კი ლექცია შეეხებოდა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიას და საქართველოს ჩართულობას  პროქტში "ერთი სარტყელი, ერთი გზა".
 
საქართველოს და ქართული ენის მიმართ დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ მსმენელები, დასმული კითხვები ასევე შეეხებოდა ქართული და ჩინური ენების სპეციფიკასა და  ამ ორ ენას შორის განსხვავებებს.