ENG GEO

Search form

საჯარო ლექცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საჯარო ლექცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ. ლექცია წაიკითხა მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, კიასტუტის იანკაუსკასმა. ლექციის განმავლობაში მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის ისტორიაზე და ვრცლად განიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, კერძოდ, ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები. კიასტუტის იანკაუსკასმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მომხსენებელმა აღწერა სხვა წარსულ და მიმდინარე კონფლიქტები და შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ლექციამ შესაძლებლობა მისცეა დამსწრე საზოგადოებას საკითხი უფრო ფართო რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში დენახა. შეხვედრის ბოლოს დაისვა კითხვები და ლექცია დისკუსიაში გადაიზარდა.