ENG GEO

Search form

პოლონელი მეცნიერების ვიზიტი

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი მეცნიერები პროფესორი მარია პრიბილსკა ( Maria Przybylska) და ანდჟეი მაჩიევსკი (Andrzej Maciejewski) ეწვივნენ. მათ ჩაატარეს ლექცია-სემინარები და სამეცნიერო დისკუსიები გამართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან. პროფესორები კამპუსს სტუმრობდნენ ერასმუს პლიუსის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერთა მოკლევადიან გაცვლით ვიზიტებს სასწავლო დაწესებულებებში, ევროპის მასშტაბით. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტების ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამებს ზელონა გორას უნივერსიტეტში, პოლონეთში.