ENG GEO

Search form

იაპონური ენის საერთაშორისო კონკურსი

შაბათი, ივნისი 24, 2017

24 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში, თავისუფალი უნვერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და იაპონიის ფონდისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება იაპონური ენის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლოვიდან, ბელორუსიდან და სომხეთიდან.

სამუშაო ენა - იაპონური.

დასწრება თავისუფალია

Send notification via e-mail: