ENG GEO

Search form

VADS-ის გამოფენა არტარეაში

კვირა, ივნისი 25, 2017 to შაბათი, ივლისი 1, 2017

VADS არტარეაში II

25 ივნისი - 1 ივლისი, 2017

გამოფენის გახსნა: კვირას, 25 ივნისს, 14-18:00 საათამდე

მონაწილეები : ანასტასია ახვლედიანი, ანა ჯიბლაძე, ლიზა ცინდელიანი, მაკო კრიხელი, მარი ცალანი, სალომე ჯოხაძე, სალომე ჩიგილაშვილი, სოფო ჯაყელი, ქეთი ბორაშვილი

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზანის სკოლა გიწვევთ მეორე გამოფენაზე არტარეას სივრცეში. 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროფესორების ლევან მინდიაშვილისა და თეა გვეტაძის ფერწერის სტუდიის სტუდენტების ნამუშევრები, ასევე გამოფენილი იქნება სანდრო ჩხაიძის გრაფიკული დიზაინის სტუდიის სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერები.

საგამოფენო სივრცეში შესვლისთანავე გვხვდება გრაფიკული პოსტერები, რომლებზეც სტუდენტების მიერ შექმნილი ქართული ფონტებია წარმოდგენილი.
ცინტრალურ სივრცეში გამოფენილია ანასტასია ახვლედიანის მონოქრომული ობიექტები, რომლებიც მეორეადი გადამუშავებული ქაღალდისგან არის შექმნილი. ამავე სივრცეში არის ლიზა ცინდელიანის სკულპტურა - ერთგვარი კედელი , რომელიც ოთახში მისტიურ სივრცეს ქმნის. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია სალომე ჩიგილაშვილის ნაქარგები ტილოზე, სამგანზომილებიან ინსტალაციასთან ერთდ. სალომე ჯოხაძის ნახატი და სკულპტურები, რომლებიც ერთგვარ თანამედროვე ქართულ კომიქსს წარმოადგენს. მესამე სივრცეში კი გამოფენილი იქნება თეა გვეტაძის სტუდენტების ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა ღიაა
კვირის დღეები: 16:00-20:00
შაბათი: 14:00-18:00

Send notification via e-mail: