ENG GEO

Search form

VADS-ის სტუდენტების ერთდღიანი გამოფენა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

სამშაბათი, ივლისი 11, 2017

გამოფენის გახსნა: 11 ივლისს, 18:00 საათზე

გამოფენის მონაწილეები:
ანასტასია ახვლედიანი
შოთიკო აფციაური
გიორგი გელაძე
გიორგი ვარდიაშვილი
ანა ჯიბლაძე
სალომე ჯოხაძე

VADS-ის სტუდენტების გამოფენა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია - "არტელ რაჭაში" ვიზიტის შედეგია. 7 ივლისიდან სტუდენტების ინტენსიური მუშაობის შედეგი საქართველოში ერთერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.

რამდენიმე ნამუშევარი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების შთაბეჭდილების გავლენითაა შექმნილი. ეს გამოფენა კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მუზეუმებით, რათა დამწყებმა ხელოვანებმა ადგილობრივი და უნიკალური ხელოვნების ნიმუშები თანამედროვეობასთან მიმართებაში განიხილონ. დღის განმავლობაში VADS-ელები ესტუმრებიან ონის სამხატვრო სკოლას, დაათვალიერებენ მოსწავლეების ნამუშევრებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
VADS-ელი სტუდენტების გამოფენის დათვალიერება საინტერესო იქნება ადგილობრივი მოსწავლეებისთვისაც, ისინი შეძლებენ გაეცნონ თანამედროვე ხელოვანთა ახალ თაობას და შეაფასონ მათი ნამუშევრები.

იხ. ფბ ივენთი.

Send notification via e-mail: