ENG GEO

Search form

ფიზიკოსები მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები - გიორგი ბახტაძე და გიორგი არსენაძე წარმატებით წარდგნენ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) სემინარზე და წარმოადგინეს მათ მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შედეგები.

LMU მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია და როგორც წესი იქ გამართულ სემინარებზე არაერთ მსოფლიო დონის მეცნიერს მიუღია მონაწილეობა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ეს უკვე სერიოზული განაცხადია მათი შემდგომი კარიერული ზრდისათვის.