ENG GEO

Search form

ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს ამიერიდან CIMA-ს გამოცდებიც ჩაეთვლებათ ჩაბარებულად

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიიღო CIMA-ს აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დისციპლინების უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ჩაეთვლება CIMA-ს შვიდი გამოცდა.
 
სტანდარტულ შემთხვევებში 7 გამოცდისთვის მომზადების საფასური 1 960 ბრიტანული ფუნტია (დაახლოებით 6 100 ლარი). თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის კი ეს დამატებით ხარჯს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენთან, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, CIMA-ს შესაბამისი თემატიკა სასწავლო კურსებში შედის.
 
თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში პირველია, რომლის ბიზნესის სკოლის მიერ გაცემული დიპლომის მფლობელს CIMA-ს შვიდი გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად.
 
CIMA (Chartered Institute of Management Accountants) დაფუძნებულია 1919 წელს და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ პროფესიულ ასოციაციას, რომლის სპეციალიზაციაა მენეჯერული აღრიცხვა.