ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტის წარმატებული საბაკალავრო ნაშრომი

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტმა აჩრილ საყევარაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო და აქტუალური საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგინა. ნაშრომი ეხება წყლის ფილტრაციის მემბრანულ მეთოდებს და შესრულებულია აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების ზაზა მეტრეველის, კახა დიდებულიძისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმირ ტარაბარას ხელმძღვანელობით.
 
2014 წლიდან აგრარულ უნივერსიტეტში წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა წყლის მემბრანული მეთოდებით დასუფთავების ლაბორატორია. კვლევებში ჩართული არიან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ოთხი და აგრარული უნივერსიტეტის სამი სტუდენტი.
 
სტუდენტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებისა და მათ მიერვე ჩატარებული მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მომზადდა 2 საკონფერენციო პრეზენტაცია.
 
ექსპერიმენტები მიმდინარეობს ამჟამადაც და იგეგმება სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალში. ამ საქმიანობაში არჩილ საყევარაშვილის წვლილი ძალიან დიდია.
 
არჩილი პირველი კურსიდან ჩაერთო კვლევით საქმიანობაში და თავისი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც ზაგრებში ჩატარდა.
 
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიესალმება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში.