ENG GEO

Search form

იაპონური ენის საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდა

კვირა, December 3, 2017

2017 წლის 3 დეკემბერს, პირველად საქართველოში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულბის ორგანიზაბით გაიმართება იაპონური ენის საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდა (JLPT-日本語能力試験).

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა იაპონიის მთავრობის მიერ აღიარებული დიპლომი, რომელიც მის მფლობელს გაუადვილებს იაპონურ უნივერსიტეტებში ჩაბარებას ან/და მუშაობის დაწყებას იაპონურ კომპანიებში.

მსურველებს შეუძლიათ გამოცდაზე დასარეგისტრირებელი ფორმები და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღონ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240).

სარეგისტრაციო ფორმების ჩაბარება საგამოცდო გადასახადთან ერთად უნდა მოხდეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში 2017 წლის 21 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათდან 16:00 საათამდე პერიოდში.

გამოცდას აქვს ხუთი დონე, პირველ და მეორე დონეებზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 35 ლარს, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე დონეებზე - 25 ლარს.

სარეგისტრაციო გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორებით, საგანაცხადო ფორმის ჩაბარებისას, ან გადარიცხვით.

დამატებითი ინფომაციისთვის დაგვიკავშირდით:

k.tsereteli@freeuni.edu.ge
კონსტანტინე წერეთელი

Send notification via e-mail: