ENG GEO

Search form

ანა ნარჩემაშვილი სტაჟირებას ჩინეთში გაივლის

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ანა ნარჩემაშვილი გაივლის ერთწლიან სტაჟირებას ჩინეთში პროგრამით "UNESCO/People's Republic of China (The Great Wall) Co-Sponsored Fellowships Programme 2017-2018".

ეს არის იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი პროექტი - "The Great Wall", რომელშიც ანამ მოიპოვა სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია.