ENG GEO

Search form

იაპონური მუსიკა და წარმოდგენა

პარასკევი, October 13, 2017

13 ოქტომბერს, 16 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით და ინიციატივით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში გაიმართება მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენა, ცნობილი იაპონელი შემსრულებლების ჯგუფის "ნიკო-იჩის" შესრულებით.

წარმოდგენის მსვლელობისას დამსწრეები იხილავენ მუსიკალურ შესრულებას იაპონურ დასარტყამ ინსტრუმენტ "ვადაიკოზე" და "შამისენე" (იაპონური გიტარა), ასევე ცეკვა "შიშიმაის" (ლომის კოსტუმირებული ცეკვა). შესრულებული მუსიკა და ცეკვა იქნება ტრადიციული იაპონური და თანამედროვე ელემენტების სინთეზი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

Send notification via e-mail: