თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით და ინიციატივით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში გაიმართა მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენა, ცნობილი იაპონელი შემსრულებლების ჯგუფის "ნიკო-იჩის" შესრულებით.
წარმოდგენის მსვლელობისას დამსწრეები იხილეს მუსიკალურ შესრულება იაპონურ დასარტყამ ინსტრუმენტ "ვადაიკოზე" და "შამისენე" (იაპონური გიტარა), ასევე ცეკვა "შიშიმაის" (ლომის კოსტუმირებული ცეკვა). შესრულებული იყო ტრადიციული იაპონური მუსიკა და ცეკვა თანამედროვე ელემენტების სინთეზით.