ENG GEO

Search form

გურამ ჩიქოვანმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენება წაიკითხა

თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორმა, პროფ. გურამ ჩიქოვანმა მოხსენება წაიკითხა ვაშინგტონის უნივერსიტეტში (UW), სადაც 7-11 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე.

მოხსენება ეხებოდა არაბული სამყაროს მიღმა არსებულ პერიფერიულ არაბულ ენასა და კულტურას, ცენტრალურ აზიაში ექსპედიციების შედეგებს. კონფერენციის ორგანიზატორი ვაშინგტონის უნივერსიტეტთან ერთად იყო აშშ–ს Central Eurasian Studies Society (CESS). კონფერენციაზე ცალკე სხდომა მიეძღვნა კავკასიას, რომელსაც თავმჯდომარეობდა გურამ ჩიქოვანი. მეცნიერმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო აგრეთვე არაბული სამყაროსადმი მიძღვნილ შეხვედრებსა და დისკუსიებში.

გურამ ჩიქოვანი მიწვეულია მომავალ წელს პენსილვანიის პიცბურგის უნივერსიტეტში (University of Pittsburgh). ამჟამად მისი ვიზიტი აშშ–ში Travel Grant-ით უზრუნველყო აშშ–ს მხარემ.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, დუბლინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მაია მაჭავარიანი.