ENG GEO

Search form

იაპონური ენის აუდიტორიის გახსნა კამპუსში

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიხსნა იაპონური ენის ახალი აუდიტორია. აუდიტორია აღჭურვილია უახლესი სეტელეკმუნიკაციო სისტემით, ტელეპრეზენსით, რომელიც საშუალებას მისცემს იაპონური ენის შემსწავლელ სტუდენტებს დაესწრონ დისტანციურ ლექციებს და დისკუსიებს იაპონელი ლექტორების და მათი თანატოლი სტუდენტების მონაწილეობით.

იაპონური ენის ახალი აუდიტორიის აღჭურვა მოხდა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრასრუთის საგრანტო დახმარებით, რომლის  საშუალებითაც გარდა ტელეპერზენსის სისტემისა, ასევე უნივერსიტეტმა შეიძინა თანამედროვე ასლის გადამღები აპარატი, ვიდეო ტექნიკა და იაპონური ენის თანამედროვე სახელმძღვანელოები.

გრანტი მთლიანობაში ემსახურება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის  (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) იაპონურ მიმართულებაზე იაპონური ენის და კულტურის  სწავლების გაუმჯობესებას.

იაპონური ენის აუდიტორიის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში,  ტადაჰარუ უეჰარა და სხვა საპატიო სტუმრები  საელჩოდან.