ENG GEO

Search form

საჯარო დისკუსია "სასამართლოს ავტორიტეტი vs. გამოხატვის თავისუფლება"

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საჯარო დისკუსია "სასამართლოს ავტორიტეტი vs. გამოხატვის თავისუფლება".
 
დისკუსიის მონაწილეები იყვნენ ევა გოცირიძე და გიორგი ბერაია. 
მოდერატორი - დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
 
დისკუსია ეხებოდა საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მწვავე განხილვების საგანი გახდა, ერთი მხრივ სასამართლო ავტორიტეტი და მეორე მხრივ გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ამ კუთხით წამოყენებულ იქნა იდეები საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზეც, რამაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში. იდეის ავტორები მიუთითებდნენ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის საჭიროებაზე, მეორე მხრივ კი ისმოდა მწვავე კრიტიკული შენიშვნები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ამ იდეასთან დაკავშირებით. საჯარო დისკუსიაზე განიხილეს ამ იდეის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციები და არგუმენტები, თუ როგორია ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილება და რა თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ამ მიმართულებით.