ENG GEO

Search form

მორიგი მოგებული სტარტაპი

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა
British American Tobaco-ს მიერ ორგანიზებული სტარტაპი მოიგეს!
კონკურსში ჯამში 300-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ხოლო ფინალში მხოლოდ ცხრა მათგანი გადავიდა.
 
საკონკურსო ბიზნეს იდეებს კი ჟიური განიხილავდა სამკაციანი შემადგენლობით.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ადგილი და შესაბამისად 30 000 ლარი მოიგეს!
 
გამარჯვებული სტუდენტები:
ზაქრო ტაბატაძე (ბიზნესის სკოლა ESM),
ალექსანდრე უფლისაშვილი (ბიზნესის სკოლა ESM),
ალექსანდრე ბუაძე (ბიზნესის სკოლა ESM),
ლევან აბაშიძე (ბიზნესის სკოლა ESM),
ზაურ მჭედლიშვილი (ბიზნესის სკოლა ESM),
ქეთი წურწუმია (MACS, ინჟინერია).
 
შეეხება იდეას: გუნდი თებერვლიდან ატარებს ელექტრონული მუსიკის ივენთებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ლოკაციებზე. უკვე წარმატებით ჩატარდა 4 ღონისძიება. პროექტი ხელს უწყობს დამწყები DJ-ებისა და ხელოვანების განვითარების პლატფორმას. გუნდი ქმნის სივრცეს, სადაც დიჯეებს შეუძლიათ ვარჯიში და საკუთარი თავის განვითარება. აპარატურით დამწყებებს თავად გუნდი უზრუნველყოფს.
 
სამომავლოდ გამარჯვებუოების გეგმებში შედის თემატური ონლაინ გამოცემის შექმნა, სხვზდასხვა ლაივ-კოცერტების ჩატარება და ტურები რეგიონებში ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის.