ENG GEO

Search form

ლექცია-დისკუსია: არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები

ორშაბათი, December 11, 2017
11 დეკემბერს, 17:00-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 423-ე ოთახში გაიმართება შეხვედრა ეკატერინე მაიერინგ- მიქაძესთან. ლექცია დისკუსიის ფორმატში: არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე.
 
დასწრება თავისუფალია
 
ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე
 
1984-1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის შემსწავლელ მეცნიერების სპეციალობით.
1988-1989 წელს დაამთავრა თუნისის ბურგიბას სახელობის ენათა ინსტიტუტი, არაბული და ფრანგული ენების განხრით;
1989-1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
1993-1995 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი და მიიღო Diplome d’Etudes Approfondies (DEA);
1995-1999 წლებში იყო საგარეო ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი.
1996-2004 წლებში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებში, მათ შორის: ახლო აღმოსავლეთის კვლევის ფრანგულ ინსტიტუტში (ამანი/ბეირუთი); კონრად ადენაუერის ფონდის ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურ ოფისში (ამანი/ბეირუთი); გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოში (რიადი); თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრში (ბერლინი); მსოფლიო კულტურათა სახლის კულტურისა და მეცნიერების დეპარტამენტში (ბერლინი);
2004-2006 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
2007-2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანისა და ერაყის რესპუბლიკებში;
2009-2012 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
2012 - 2017 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში;
Send notification via e-mail: