2021-2022 აკადემიური წელი
თუ გსურს ისწავლო არქიტექტურის პროგრამაზე, შემოხაზე 0360109, გაირე საუნივესიტტეტო კონკურსი - შემოქმედებითი ტური და ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები.
კონკურსი - შემოქმედებითი ტურები ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ 19/ნ ბრძანების მე-8 მუხლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები კონკურსის - შემოქმედებითი ტურების ჩატარების ვადების მოთხოვნათა შესაბამისად.
მიღებს პირობები 2021 წელს:
2021 წელს, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტების რაოდენობა იქნება 30.
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არის:
- თავისუფალ უნივერსიტეტში კონკურსის - შემოქმედებით ტურზე დარეგისტრირება,
- კონკურსში/შემოქმედებით ტურში მონაწილეობა და წარმატებით დაძლევა და
- ერთიანი ეროვნული გამოცდები (სამი სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ქართული, უცხო ენა).
ჩასაბარებელი საგნები | წონა |
ქართული ენა და ლიტერატურა | 3 |
უცხო ენა | 5 |
მატემატიკა | 4 |
შემოქმედებითი ტური* | ტარდება თავისუფალ უნივერსიტეტში |
*
შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები
2021 წლის მორიგი შემოქმედებითი ტურის განრიგი:
დაზუსტდება 2021 წლის არაუგვიანეს მაისის დასაწყისისა. | ციფრული პორტფოლიოების ატვირთვა |
ჩატარდება 2021 წლის ივნისში, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე. თარიღები დაზუსტდება 2021 წლის მაისის ბოლოს |
გასაუბრება |
ტესტირება |