ENG GEO

Search form

თავისუფალი აზროვნება - 2018

აბიტურიენტებო,

თავისუფალი უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს თავისუფალი აზროვნების კონკურსს. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს მომავალი სტუდენტების ანალიზური, კრიტიკული, ლოგიკური მსჯელობის უნარი და რაც მთავარია, გასაქანი მისცეს მათ თავისუფალ აზროვნებას. 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან. თითოეულ ეტაპზე კონკურსანტებს დაესახებათ ამოცანა ან დაესმევათ კითხვა, რომელსაც მონაწილეებმა წერილობით უნდა გასცენ პასუხი.

ყოველ ეტაპზე დასმული საკითხი უფრო გართულდება და მონაწილეების უფრო მეტი უნარის გამოვლენას მოითხოვს.  

კონკურსის პირობებით არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი, არსებობს მხოლოდ მსჯელობის თქვენ მიერ არჩეული გზა.

კონკურსზე რეგისტრაცია დასრულებულია!

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

 

○  პირველი ადგილი - 2500 ლარიანი ვაუჩერი

○  მეორე ადგილი - 1500 ლარიანი ვაუჩერი

○  მესამე ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი

 

კონკურსის პირველი ტური ჩატარდება პარალელურად თბილისსა და ქუთაისში. მეორე და მესამე, დასკვნით ტურს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს.

წლევანდელ კონკურსში მოგებული ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 2018 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას 8 სემესტრის განმავლობაში.

 

I ტურის თარიღი შეიცვალა და ჩატარდება 17 მარტს.

პირველი ტურის თარიღის ცვლილება გამოიწვია ეროვნულ ოლიმპიადებთან დროის თანხვედრამ. თავისუფალი უნივერსიტეტი აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე ცვლის კონკურსის თარიღს, რათა მათ არ შეეშალოთ ხელი ეროვნულ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებაში.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 555 49 06 49 თეკო ძიძიგური

ელ.ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge