ENG GEO

Search form

VADS-ის გამოფენა - ურთიერთქმედება

სამშაბათი, 23 იანვარი, 2018

გამოფენის გახსნა 23 იანვარს

18:00-20:00 სთ
Artarea Gallery
დოდო აბაშიძის 10

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VAADS) ფერწერის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა Artarea Gallery-ში.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტების სამივე ჯგუფს სხვადასხვა პედაგოგები, მეორე კურსს თეა გვეტაძე, მესამე კურსს ნინო საკანდელიძე, მეოთხე კურსს კი გოგა მაღლაკელიძე ასწავლიდნენ. თუმცა სწავლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ის არის, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ლექტორებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობდნენ, რაც ერთმანეთის დაკვირვებით, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ურთიერთობით, ერთმანეთის სახელოსნოების თვალიერებით, ერთმანეთის მუშაობის პროცესის ყურებით ხდება. VAADS-ის ერთ-ერთი პლიუსი სწორედ ისაა, რომ სახელოსნოები გვერდიგვერდაა განლაგებული, რაც ინფორმაციის გავრცელებას სწრაფს და ხელმისაწვდომს ქმნის. 
ნებისმიერი პატარა დეტალი შეიძლება გახდეს ახალი იდეის წყარო, მაგალითად მეზობელ სახელოსნოში შემთხვევით აღმოჩენილი ახალი მასალა ან მოკლე რეპლიკა, რომელსაც დერეფანში ყურს შემთხვევით მოკრავ. ნებისმიერი ახალი იდეა კი ყოველთვის მომდევნო იდეის წინაპირობაა, ამგვარად ერთ სივრცეში არსებული სტუდენტების ეს ირიბი თუ პირდაპირი კონტაქტი წარმოადგენს რაღაც ჯაჭვურ მექანიზმს, რომელიც თავისსავე თავს ეხმარება მოძრაობაში, რადგან ჯანსაღი ურთიერთქმედება არასდროსაა ცალმხრივი. 
ეს გამოფენა სწორად ამ ვერბალური თუ აბსტრაქტული ურთიერთქმედებების შედეგს წარმოადგენს.

ანასტასია ახვლედიანი
ანა ჯიბლაძე
სალომე ჯოხაძე
სალომე ჩიგილაშვილი
ლიზა ცინდელიანი
შოთიკო აფციაური
გიორგი გელაძე
გიორგი ვარდიაშვილი
თეკლა პაიჭაძე
ნინი ხაბაზი
თეო მასპი

გამოფენა ღია იქნება:
24-27 იანვარი
12:00-18:00 სთ
+995 599 230 997

Send notification via e-mail: