კინო და სამართალი - 2018 | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

კინო და სამართალი - 2018

სამართალი პოპულარული კულტურისა და კინოხელოვნების ნაწილია. ადამიანები, რომლებიც სამართალს პროფესიულად არ შეისწავლიან, მნიშვნელოვან სამართლებრივ ინსტიტუტებზე, პრობლემებზე და პრინციპებზე ფილმების საშუალებით იქმნიან წარმოდგენას.

არაიურისტისათვის, კინო სამართლებრივი პრობლემების დანახვისა და მოსმენის საუკეთესო საშუალებაა, რასაც სასამართლო პროცესებისა და კვლევის დროს ადვოკატები და იურისტები ამტკიცებენ ან აღწერენ, შესაძლებელია ფილმში დავინახოთ.

სამართლებრივი პრობლემის ნორმატიულ-თეორიული განხილვის ნაცვლად, კინოში შესაძლებელია ნახვა, თუ რას ცვლის, აუარესებს ან აუმჯობესებს კანონი, მოსამართლე და ადვოკატი, როგორ მკვიდრდება ან იმსხვრევა ცრურწმენები მართლმასჯულების საშუალებით, როგორ წარმოჩინდება ან იკარგება სიმართლე სასამართლო განხივლებისას. ყველაფერი რაც სასამართლო დარბაზში ფორმალური ინსტიტუტების და წესების მიღმა რჩება, უმნიშვნელოა გამოძიებისას ან სამართლებრივი მოლაპარაკებისას, მაგრამ  ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია, შეგვიძლია დავინახოთ კინოში. 

კონკურსის „კინო და სამართალი“ მიზანია ფილმების საფუძველზე აბიტურიენტები გაეცნონ და დაფიქრდნენ მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცესების შესახებ. 

კონკურსი ერთ ეტაპიანია და ჩატარდება 25 თებერვალს.

კონკურსში მონაწილე აბიტურიენტები ნახავენ ფილმს და ფილმის საფუძველზე დაწერენ ესსეის.

სამი საუკეთესო ესსეის ავტორი მიიღებს თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერს:

I ადგილი -   1800 ლარი

II ადგილი - 1500 ლარი

III ადგილი -  1000 ლარი 

კონკურსზე რეგისტრაცია დასრულდა.

ვაუჩერები გამოიყენება მხოლოდ 2018 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 555 49 06 49 თეკო ძიძიგური

ელ.ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge