ENG GEO

Search form

Internet Fundamentals and Data Analytics

სამშაბათი, 30 იანვარი, 2018

30 იანვარს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნიევრსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება კრისტიან ტუსშელისა (Christian Teutschel) და ვაჰან ჰოვსეპიანის (Vahan Hovsepyan) საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა ინტერნეტის ძირითადი ფუნქციები და მონაცემების ანალიზი.
ლექციაზე დამსწრე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ინტერნეტის ოპერირებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ. პრეზენტატორი შეეხება რამდენიმე საკვანძო საკითხს რომელიც მონაცემთა ანალიზსა და მომავლის აპლიკაციების შექმნასთან არის დაკავშირებული.

კრისტიან ტუსშელი არის სისტემის არქიტექტორი, RIPE NCC-ში. ის პასუხისმგებელია RIPEstat-ის, ვებზე დაფუძნებული ინტერფეისის, განვითარებასა და ოპერირებაზე. კრისტიანი არის RIPE დოკუმეტის “კონტაქტების ბოროტად გამოყენების წყაროები”-ის თანაავტორი. მას აქვს 15 წლიანი გამოცდილება პროგრამირების სფეროში მუშაობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

ვაჰან ჰოვსეპიანი არის RIPE NCC-ის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორი ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. ის პასუხისმგებელია პარტნიორების მოძიებასა და საგარეო ურთიერთობების განვითარებაზე.

სამუშაო ენა ინგლისური

დასწრება თავისუფალია

Send notification via e-mail: