თუ გაინტერესებს ინჟინერია, კონსტრუირება, რობოტიკა, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენეული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს "ედისონის ლიგა - OCTAVUS".
კონკურსი გუნდურია და მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ X-XII კლასის მოსწავლეებს. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.
შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან. თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.
კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში
კონკურსის შედაგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:
15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს
9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს
4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს
* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.
გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის და არქიტექტურის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
რეგისტრაცია დასრულებულია.
საკონტაქტო ინფორმაცია
თეკო ძიძიგური
ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge