თავისუფალი უნივერსიტეტის სამაართლის სკოლა აცხადებს კონკურსს XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის - Presumptio Juris.
კონკურსის მიზანია მომავალი იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და მათი დაინტერესება. აბიტურიენტები შეძლებენ გამოსცადონ თავიანთი წერილობითი და ზეპირი უნარ-ჩვევები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე წერილობითი მსჯელობისა და ზეპირი გამოსვლის გზით.
კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:
I ტური - 3 მარტი
II ტური - 16 მარტი
პირველ ტურში მონაწილეები დაწერენ ესეს ადამიანის უფლებათა სამართლის აქტუალური საკითხის შესახებ. ესეს საფუძველზე გამოვლინდებიან მეორე ტურის მონაწილეები.
მეორე ტურში გადასულ აბიტურიენტებს მოუწევთ წინასწარ შერჩეულ თემებზე 3-5 წუთიანიზეპირიმოხსენების მომზადება, რომელსაც შეაფასებს კონკურსის ჟიური.
დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
I პირველი ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი
II მეორე ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი
III მესამე ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი
*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
რეგისტრაცია დასრულდება 27 თებერვალს.