ENG GEO

Search form

ჟურნალისტური წერის კონკურსი - 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერაბათა სკოლა აბიტურიენტებისა და მეთერთმეტე კლასელებისთვის აცხადებს ჟურნალისტური წერის კონკურსს.

კონკურსი არის მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტიკით თუ სხვადასხვა სფეროში სტატიებიის წერით და სურს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში.

კონკურსი შედგება ერთი ეტაპისაგან.

კონკურსანტები დავალებას მიიღებენ მენტორისგან, ცნობილი ქართველი ჟურნალისტისგან/პუბლიცისტისგან.

მენტორი გარდა დავალებისა, წერის წინ კონკურსანტებს ჩაუტარებს მოსამზადებელ მასტერკლასს.

გამარჯვებული პირველი სამეული მიიღებს შემდეგ სასწავლო ვაუჩერებს.

  • პირველი ადგილი - 1 800 ლარი
  • მეორე ადგილი - 1 500 ლარი
  • მესამე ადგილი - 1 000 ლარი

საუკეთესო კონკურსანტები პირველი კურსის შემდეგ გაივლიან სტაჟირებას ცნობილ მედია ორგანიზაციებში, როგორც სრულფასოვანი ჟურნალისტები.

მოგებული ვაუჩერი დააფინანსებს სწავლას თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში 8 სემესტრის განმავლობაში, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ აითვისონ ყველა ის უნარი, რაც სჭირდება პროფესიონალ ჟურნალისტსა და ესეისტს.

კონკურსი ჩატარდება 10 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.

კონკურსზე რეგისტრაცია დასრულებულია! 


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 555 49 06 49 თეკო ძიძიგური

ელ.ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge