გიორგი გულიაშვილი ლონდონიდან | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

გიორგი გულიაშვილი ლონდონიდან

გიორგი გულიაშვილი
კიდევ ერთი ქართველი Facebook-ში და ისევ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი!
 
გიორგი გულიაშვილი ლონდონიდან
 
Facebook-ი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი და ლიდერი კომპანიაა, გამოირჩევა თავისი სამუშაო გარემოთი, თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ბენეფიტებით. მათთვის მნიშვნელოვანია კომპანიაში დასაქმებული ადამიანები კომფორტულად გრძნობდნენ თავს სამუშაო გარემოში. ამასთან, ლონდონიც ძალიან კარგი ქალაქია. მე ყველაზე მეტად ჩაინათაუნი მომეწონა, იმდენად რომ ლონდონში ყოფნის დროს, ქალაქის სხვა ნაწილში გასვლის სურვილიც კი არ გამჩენია. Brexit-ის მიუხედავად ტექნოლოგიური კომპანიებმა, Facebook, Google, Microsoft დაჩქარებულად ზრდა დაიწყეს UK-ში.
 
ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე Facebook-ში მუშაობს, ლონდონის ოფისის ვაკანსიების შესახებ შემატყობინა. ფეისბუქის ლონდონის ფილიალი სწორედ ჩაინათაუნთან ძალიან ახლოს მდებაორეობს. სანამ ამიყვანდნენ, ბევრი ინტერვიუ გავიარე. პირველად სატელეფონო გასაუბრება მქონდა მენეჯერთან, ამოწმებდნენ რამდენად მაინტერესებს კომპანიაში მუშაობა, შემდეგ იყო ტექნიკური ხასიათის გასაუბრებები, რამდენიმე ონლაინ ინტერვიუ და საბოლოოდ მთავარი შეხვედრა ლონდონში.
 
იქ უკვე შეამოწმეს, რამდენად ვჯდები მათი კომპანიის კულტურაში, ასევე შეაფასეს ჩემი ტექნიკური უნარები და გადაწყდა, რომ 16 აპრილიდან Facebook-ის ლონდონის ფილიალში Software Engineering-ის პოზიცაიზე ვიწყებ მუშაობას.
 
ოთხი კვირა ლონდონში და ორი კვირა HQ-ში გავივლი ტრენინგებს და ამის შემდეგა გადავწყვეტ რომელ განყოფილებას შევუერთდე.
 
ამის პარალელურად სხვა შემოთავაზებებიც მქონდა მადრიდიდან ( Source {d}) და პრაღიდან (Sizmek). ორივე ძალიან კარგი კომპანიაა, თუმცა ამ ეტაპზე Facebook-ით უფრო დავინტერესდი. ამ კომპანიაში უამრავი პროექტია, მეც ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს კარიერა როგორ განვავითარო და უფრო მრავალფეროვან გუნდთან მირჩევნია მუშაობა, რომელიც კვალიფიციურთან ერთად ძალიან მეგობრულია და მეხმარებიან, რომ ადვილად მოვერგო ლონდონურ რიტმს.