ENG GEO

Search form

ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთა ვიზიტი კამპუსში

პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia: Improving Research, Education and Engagement (MIPAG) ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ჯეფ რენო - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გრანტოფიცერი და ნინო გაგუა - საგრანტო პროგრამების მენეჯერი. შეხვედრები გაიმართა MIPAG-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი პროგრამის Certified Public Policy Analyst-ის (CPPA) ლექტორებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრებზე განიხილეს პროგრამის როგორც მიმდინარე საკითხები და შედეგები ისე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. პროგრამა CPPA ერთობლივად ხორციელდება თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო პოლიტიკის კვლევის გაუმჯობესება. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, მისი მეშვეობით უნივერსიტეტის ინტეგრირებას სამოქალაქო საზოგადოებაში და უნივერსიტეტის ჩართულობის გაუმჯობესებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირებაში.