ENG GEO

Search form

საჯარო ლექცია იაპონიის საგარეო პოლიტიკის შესახებ

ოთხშაბათი, 7 მარტი, 2018

7 მარტს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება პროფესორ ტომოჰიკო ტანიგუჩის ლექცია.

ლექცია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულების ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება.

პროფესორი ტანიგუჩი ამჟამად არის ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი და იაპონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა იაპონურ ყოველკვირეულ გამოცემა ნიკკეი ბიზნესში. აქვს მდიდარი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია და ჩატარდება კამპუსის იაპონურ კაბინეტში (აუდიტორია #222).

Send notification via e-mail: