ჩინური ფარნების დღესასწაული კამპუსში | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ჩინური ფარნების დღესასწაული კამპუსში

9 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ფარნების ფესტივალი ჩატარდა.

ფარნების სანახაობრივი (იგივე იუენსიაოს დღესასწაული) და ნათელი ფესტივალი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, ჩინეთში - ყოველწლიური ტრადიციაა, რომლითაც აღმოსავლური ახალი წელი სრულდება.

მილიონობით ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში ბრუნდება, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს და მონაწილეობა მიიღოს კარნავალებში, მსვლელობებსა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში.

ახალი წლის დადგომას ჩინეთში ორი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იმართება მასკარადები და ბაზრობები.

ფარნების ფესტივალი - ეს დღესასწაულის დასკვნითი ეტაპია და მისი ყველაზე ნათელი და სანახაობრივი ნაწილიც.

ხალხური თქმულებების თანახმად, პეტარდების აფეთქების ხმა ბოროტ სულებს აფრთხობს.

კამპუსში, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში, მოეგოთ უამრავი პრიზი, ესწავლათ ჩინური კვანძების გაკეთება და დაეგემოვნებინათ ჩინური ნუგბარი, ლომისა და დრაკონის ცეკვა, გადაეღოთ უამრავი სამახსოვრო ფოტოსურათი.