ENG GEO

Search form

საქართველო საფრანგეთში

ორშაბათი, 26 მარტი, 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ორგანიზებით 26 მარტს 15:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში გაიმართება ფრანკოფონიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ”საქართველო საფრანგეთში”.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ანიმაციური ფილმის ჩვენებას, რეპორტაჟს ბორდოდან, მოხსენებას ქართველ ემიგრანტებზე, და სხვა.

პროგრამის ყველა ელემენტს ქმნიან და ასრულებენ ფრანგული მიმართულების სტუდენტები.

ღონისძიებას დაესწრებიან: საფრანგეთის ელჩი, ფრანგული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტებთან კოოპერაციის ატაშე და სხვა ფრანკოფონი სტუმრები.

დასწრება თავისუფალია.

Send notification via e-mail: