თავისუფალი უნივერსიტეტი ვიზუალური ხელოვნებისა დიზაინის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს კონკურსს.
არტისტები და დიზაინერები ხშირად ინსპირაციას იღებენ ნაცნობი ნივთებისა და ობიექტებისგან, მაგალითად, ცნობილმა ბრაზილიელმა არქიტექტორმა, ოსკარ ნიმაიერმა საკუთარი სკამის დიზაინი მის მიერ დაპროექტებული შენობებისგან აიღო, ხოლო ესპანელი ხაუმე პლენსა ლიტერატურითაა გატაცებული და ის ქანდაკებებს ნაბეჭდი მეტალის ანბანით აწყობს.
კონკურსის მონაწილეებს მიეცემათ რომელიმე ცნობილი ხელოვნების ნამუშევრის, ან დიზაინის ნიმუშის ფოტო. აბიტურიენტებმა ადგილზე დაკვირვებით უნდა შეასრულონ კონკურსის ხელმძღვანელის მიერ მათთვის მოცემული ნივთის ან/და ობიექტების ჩანახატი-ესკიზი ცნობილი ნამუშევრის ვიზუალური სტილის და დეტალების გამოყენებით.
კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
სასურველია, რომ კონკურსანტებმა გააკეთონ რამდენიმე ჩანახატი, სადაც გამოჩნდება მათი ვიზუალური აზროვნების პროცესი.
კონკურსი ჩატარდება შაბათს, 28 აპრილს, 12:00 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სახელოსნოში.
კონკურსის ხანგრძლივობა 2 საათი.
გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული აბიტურიენტი:
ვაუჩერების გამოყენება შეუძლიათ 2018-19 სასწავლო წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს.
ყველა აბიტურიენტს გადაეცემა ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატი.
დარეგისტრირდით აქ 26 აპრილის ჩათვლით.
კონკურსს ატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS.