ENG GEO

Search form

არქიტექტურის კონკურსი - VITRUVIUS - secundus 2019

თავისუფალი უნივერსიტეტი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს კონკურსს "VITRUVIUS - secundus".

 

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში 16 მარტს.

 

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • რამდენად უპასუხებს მათი ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას;

  • მათი ინტერპრეტაციის უნარი და ინოვატორულობა;

  • საკუთარი ნამუშევარის/ჩანაფიქრის (დიაგრამით) გრაფიკულად და ტექსტურად გადმოცემის უნარი  

     

*აბიტურიენტები დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის დაწყების წინ.

 

დარეგისტრირდით და მოიპოვეთ დამატებითი სასწავლო ვაუჩერი.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

  • I ადგილი - 2 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

  • II ადგილი - 1 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

  • III ადგილი - 1 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

*წლევანდელკონკურსშიმოგებულივაუჩერისგამოყენებაშეუძლიათმხოლოდ 2019 წელსჩარიცხულსტუდენტებს.

 

*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე  სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

რეგისტრაცია დასრულდება 12 მარტს.