ფიზიკის სკოლის სტუდენტის მორიგი წარმატება | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტის მორიგი წარმატება

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი მიხეილ სოხაშვილი საზაფხულო ერთთვიან სტაჟირებას (internship) მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) გაივლის.

გერმანიაში ყოფნისას იგი ჩაერთვება სამეცნიერო კვლევებში რომლებიც მიმდინარეობს LMU-ში.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილი ჯერ კიდევ საბაკალავრო სკოლაში სწავლობს, ის უკვე აქტიურადაა ჩართული თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

მიხეილ სოხაშვილის მიუნჰენში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად დაფარავს გერმანული მხარე.