ENG GEO

Search form

CIMA-ს აკრედიტაცია სამაგისტრო პროგრამამაც (MBA) მიიღო

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ (MBA) ოფიციალურად მიიღო CIMA-ს აკრედიტაცია.

სტანდარტულ შემთხვევებში 7 გამოცდისთვის მომზადების საფასური 1 960 ბრიტანული ფუნტია (დაახლოებით 6 400 ლარი). CIMA-ს აკრედიტაციის მიღების შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის MBA-ს სტუდენტებისთვის კი ეს დამატებით ხარჯს აღარ წარმოადგენს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ CIMA-ს აკრედიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო.

თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში პირველია, რომლის ბიზნესის სკოლის (საბაკალავრო და უკვე სამაგისტროც) მიერ გაცემული დიპლომის მფლობელს CIMA-ს შვიდი გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად.

CIMA (Chartered Institute of Management Accountants) დაფუძნებულია 1919 წელს და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ პროფესიულ ასოციაციას, რომლის სპეციალიზაციაა მენეჯერული აღრიცხვა.