რა ვიცით ჩინური კინემატოგრაფიის შესახებ | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

რა ვიცით ჩინური კინემატოგრაფიის შესახებ

ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018 to პარასკევი, 15 ივნისი, 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების ორგანიზებითა და კონფუცის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 14 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება დრაკონის ნავების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება “რა ვიცით ჩინური კინემატოგრაფიის შესახებ?”. ღონისძიების განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციების მეშვეობით გაიგონ უფრო მეტი თანამედროვე ჩინური ფილმების შესახებ. 

პრეზენტაციების გარდა, ჩინური კულტურით დაინტერესებულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწროთ ჩინური ფილმების კინოჩვენებას. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის მონაწილეობით, ქართულ ენაზე ითარგმნა სამი თანამედროვე ჩინური ფილმი, რომელთა ჩვენებაც გაიმართება 14 და 15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში: 

14 ივნისი - 16:00 (I ფილმი), 18:00 (II ფილმი)
15 ივნისი - 18:00 (III ფილმი)

მობრძანდით, დაესწარით ღონისძიებას და კინოჩვენების შემდეგ თქვენ გელით სასიამოვნო სიურპრიზი. 

დასწრება თავისუფალია!

Send notification via e-mail: