თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი პეკინის კონოფესტივალის ფორკშოპზე | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი პეკინის კონოფესტივალის ფორკშოპზე

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, დარინე რაზმაძე, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის მიერ იქნა წარდგენილი პეკინის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო ვორქშოპზე ფილმისა და ტელევიზიის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.

ვორქშოპი ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ორგანიზებით, სემინარების განმავლობაში, პეკინში, ასევე ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შეეხებოდა ფილმების თარგმნასა და კულტურათა შორის კავშირების გაძლიერებას.

დარინე რაზმაძემ საკუთარ მოხსენებაში ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს კულტურულ ურთიერთობებზე და თანამედროვე ქართულ ფილმებზე.

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას აუდიოვიზუალური თარგმანისა და დუბლირების საკითხებში.